თბილისში დევნილებისთვის განკუთვნილი 11 კორპუსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, დევნილებისთვის 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 2 426 ოჯახი მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. პროექტის ბიუჯეტი 243 613 670 ლარს შეადგენს. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 11 860 000 ლარია.

“პირველ ეტაპზე, 4 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები სრულდება, სადაც გარემონტებული ბინები ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ 900-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის შესაბამისად განიხილა. მომდევნო ეტაპზე, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, რომლებსაც თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი აქვთ შევსებული. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში დევნილებისთვის განკუთვნილი 11 კორპუსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება. 27 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-დევნილებისთვის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi