ქვეყანაში არსებულმა პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია- აცხადებს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია, ზურაბ დათუნაშვილი და ასევე სისხლის სამართლის წესით დაკავებული შვიდი პირი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე 260 დაკავებულს ესაუბრნენ – მათგან 188 მოქალაქე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ლევან იოსელიანმა მოინახულა დაკავებული ალეკო ელისაშვილი.
სახალხო დამცველის თქმით, პოლიციელების მხრიდან დაკავებისას გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა.
“შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. ამ დროისთვის ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, აქედან 188 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია ასეთ დროს ყველა ჩვენგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას აკისრია,”- აცხადებს ლევან იოსელიანი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, აქედან 188 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს – ომბუდსმენი. 5 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩემმა-რწმუნებულებმა-260-პირ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
