ირანელ სტუდენტ გოგონას, რომელმაც პროტესტის ნიშნად საჯაროდ ტანსაცმელი გაიხადა, ბრალს არ წაუყენებენ, გოგონა ოჯახს დაუბრუნდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ირანელ სტუდენტ გოგონას, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში საჯაროდ ტანსაცმელი გაიხადა, ბრალს არ წაუყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ირანის სასამართლოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სასამართლოში განაცხადეს, ახალგაზრდამ საავადმყოფოში მკურნალობა გაიარა და ოჯახს დაუბრუნდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ იყო ავად, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე არ აღძრულა“, – განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგჰარ ჯაჰანგირმა.

ნოემბრის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალმა, აჰოო დარიაეიმ უნივერსიტეტის კამპუსში პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. მანამდე ის უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაადანაშაულეს, რასაც გოგონას პროტესტი მოჰყვა. მაშინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტუდენტი „ავად არის“ და გადაყვანილია ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ირანელ სტუდენტ გოგონას, რომელმაც პროტესტის ნიშნად საჯაროდ ტანსაცმელი გაიხადა, ბრალს არ წაუყენებენ, გოგონა ოჯახს დაუბრუნდა. 20 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ირანელ-სტუდენტ-გოგონას-რ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi