ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრადიო "პოზიტივის" დღის ამბები 5 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 5 ნოემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები-

დიდთოვლობის გამო შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის,  ანდეზიტი-ღადო მონაკვეთზე ყველა სახის ავტო-ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

****

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

უფრო კონკრეტულად დღეს 5 ნოემბერს 12:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში – მსხალდიდი, ქვემო ლისი, ვარდის წყარო და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში;16:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ცამეტი ასურელი მამის, ტოიოტას ცენტრის და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება ”, –

****

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ტკოცას, ჩორჩანასა და წაღვლის მოსახლეობას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ.

 

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,

****

რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს.  კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი  და სტაციონარი მუშაობას აახლებს.

როგოც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული , გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტსა და სტაციონარში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.

****

თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, მესტია-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

****

თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო, – ამის შესახებ, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელთან დაკავშირებით.

  Dj Dark - Chill Vibes

მისი თქმით, ეს “ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია”.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა.

****

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, განისაზღვრება.

****

ოპოზიციამ გეგმა ისევ შეცვალა. დღეს სპორტის სასახლესთან დაანონსებული შეკრება გაუქმდა. მის ნაცვლად აქცია სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება. ოპოზიციური კოალიციების ლიდერები აცხადებენ, რომ ქუჩის პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

აქცია გუშინ რუსთაველზე გაიმართა. ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც მომიტინგეებმა მსვლელობით ჯერ იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი მარჯანიშვილის მოედანზე გადაინაცვლეს.

****

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში მდებარე სტეპანოვკას დასახლება დაიკავეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამასთან, გენშტაბის ანგარიშის თანახმად, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 226 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

****

ოპოზიციამ მაქსიმალურად დააჯერა მხარდამჭერები, რომ არჩევნებს იგებდნენ, რეალურად კი, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ ისაუბრა, სადაც მან წარადგინა მაგალითები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, ის დარწმუნებული იყო მმართველი გუნდის გამარჯვებაში, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხედავდა მათ განწყობას.

****

რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციური ჯგუფების ლიდერები რომლებიც გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილი, გაზი გაუშვეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა სცენიდან განაცხადეს.

„გაზი რომ არაფერია ჩვენთვის, ამათმა კი იციან, ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ“, –  მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.

  1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა

****

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ისრაელის 8 ტურისტული კომპანია ეცნობა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურის მონაწილეები წინანდალს, ყვარელს, მცხეთას, მუხრანსა და ბათუმს ესტუმრებიან.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.

****

პროკურატურაში არ მივალ, ეს დაკითხვა მოხდება მაგისტრატ მოსამართლესთან, წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება მასიური გაყალბება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს პროკურატურის მეშვეობით ადამიანებში შიშის დანერგვას.

****

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს.

პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა, ასევე დაგეგმილია 14 426 ნერგის დარგვა.

პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე,  ადგილზე გაეცნო.

****

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

„რთული მეტეო-როლოგიური პირობების გამო შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.

****

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ადგილზე არიან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანი – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობაც როგორც სასამართლოს ეზოში, ისე, მიმდებარე ტერიტორიაზეც.

განსაკუთრებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოქლომიც დაადეს.

****

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნას, რომ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, ახალი არჩევნები დაინიშნოს, კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი გამოეხმაურა. იგი ამბობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომპანიაში სხდომა სასამართლოებში საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ დაინიშნება და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური დღის წესრიგით არ იმოქმედებს.

  ზრდის აუტიზმის რისკს... - კვლევა, რომლის შედეგები შემაშფოთებელია

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.