„ფოქს ნიუსის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„ფოქს ნიუსის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

მედიასაშუალების პროგნოზით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა აქვს, დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კი – 226.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიიდან – ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უპირისპირდებიან. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 150 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს. 80 მილიონამდე ამომრჩეველმა კი საკუთარი არჩევანი 5 ნოემბრამდე, არჩევნების დღემდე გააკეთა.

აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. საარჩევნო კოლეგიაში სულ 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოიპოვოს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ფოქს ნიუსის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. 6 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ფოქს-ნიუსის-წინასწარი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi