სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო “პოზიტივის” დღის ამბები 18 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 18 ოქტომბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები- ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ  ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.

….

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა ერთობლივი პროექტების შედეგები შეაჯამეს, არსებული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

….

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად აცნობა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 882 052 მოქალაქე, როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი არ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

….

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა.

სამინისტროს ცნობით, ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრას კერძო კომპანიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის.

….

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11-სართულიანი შენობა, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

“კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება. სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც.

….

მწერალთა სახლში პოეტ დავით მაღრაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე პოეტმა დამსწრე საზოგადოებას ლექსების ახალი კრებული, სახელწოდებით „ობიანი ყველი“ წარუდგინა.

„კრებულში შესული ლექსები ბოლო ერთი წლის განმავლობაში დავწერე. კრებულის პირველი პრეზენტაცია უკვე შედგა ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ფესტივალის ფარგლებში. შემდეგ ეს ლექსები წარვადგინე სტამბოლში თურქულად, პარმაში – იტალიურად და ახლა ვარ სამშობლოში. ქვესათაურად დავარქვი „თხუთმეტ-ნახევარი“, ფედერიკო ფელინის „რვა-ნახევრის“ მიხედვით, რადგან მე-16 ლექსი სრული არ გამოვიდა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

….

გაერთიანებულმა სამეფომ ვლადიმერ პუტინის ნავთობტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

ახალი სანქციები 18 ნავთობტანკერისა და ოთხი თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერის წინააღმდეგ დაწესდა.

„ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 18 გემს შეეზღუდება დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და ვერ შეძლებენ წვდომას მსოფლიოს წამყვან ბრიტანულ საზღვაო სერვისებზე.

….

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ქ. ბათუმში, ე.წ. მელკიმორიის ბაზრობაზე, იმპორტირებული თევზით ვაჭრობის სექტორში, მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

კონკურენციის შესაძლო საწინააღმდეგო ქმედებების დადგენის, ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც საჩივარში დასმულ საკითხებს დეტალურად შეისწავლის.

ინფორმაციისთვის: სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

….

საქართველოში მართვის მოწმობის შეცვლა და აღდგენა ფასიანია. თუ მოქალაქეს საკუთარი მართვის მოწმობის შეცვლა, ან დაკარგულის შემთხვევაში, აღდგენა სურს, შესაბამისი სერვისის მიღება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს: მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა დას სხვა.

….

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული გახდა ერთადერთი პრეტენდენტი – China Railway Tunnel Group Co., LTD.

ცნობისათვის, რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის მარტში გამოაცხადა.

….

კანადის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, 2026 წლისთვის ქვეყანაში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი მთლიანი მოსახლეობის 6,5%-დან 5%-მდე შემცირდეს.

ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ამ მიზნით მთავრობამ უცხოელი სტუდენტების მიმართ რიგი შემაკავებელი ზომები მიიღო. ოქტომბრის დასაწყისში მიგრაციის რეგულაციაში ცვლილებები იმ უცხოელი სტუდენტებისთვის შევიდა, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ კანადაში სამუშაოდ დარჩენას გეგმავენ და პოსტდიპლომური სამუშაო ნებართვის (post-graduate work permit-PGWP) მიღებას ცდილობენ.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი