სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10, აღმოსავლეთ საქართველოში -7, -12, მთიან რაიონებში -13, -18, ხოლო მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო მაღალმთიან ზონაში კი ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.

თბილისში ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება. უახლოეს დღეებში კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 28 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სინოპტიკოსების-პროგნოზ-6/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi