დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -გეგმური გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში.
მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
****
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან გულშემატკივარს შეხვდა. ადგილზე დამონტაჟებული იყო მონიტორი, წარწერით “კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩემპიონო”. გულშემატკივრები ჩემპიონს აპლოდისმენტებითა და ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს და ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
სამშობლოში დაბრუნებულ მერაბ დვალიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ფილარმონიასთან გადმოინაცვლეს.
****
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია.
****
დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა და ევროპის მოედანზე ამ ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა.
18-მეტრიანი, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები, სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლება და ახალი ავტობუსების შემოყვანაა.
****
უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
საპასუხოდ, ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
****
საქართველოში ყურძნის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებულია 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ყურძენი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წლის იმავე პერიოდთან შედარებით ყურძნის იმპორტი 2.8%-ით გაიზარდა.
კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 2.9 მილიონი დოლარის ღირებულების აღნიშნული ხილი შემოვიდა.
****
დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ ჰონგ-კონგში უვიზოდ იმოგზაურონ.
2024 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ რეგიონში 30 დღე.
****
საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში, ღირებულების თვალსაზრისით, ტოპ 10-ეულ ქვეყნებს შორისაა და ამ ათეულს ხურავს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ანგარიშში წერია, რაც მის facebook-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2023 წელს ჩინეთმა საქართველოდან 11.69 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა, რაც, წინა წელთან შედარებით, 3.33 მლნ დოლარით, ანუ 22,2%-ით ნაკლებია.
****
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მესამე „H145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
****
აზერბაიჯანის საზღვართან გზის რეაბილიტაცია იგეგმება – სავარაუდო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 22 თვეში.
წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყება და 1-ელ ნოემბერს დასრულდება.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები