ამაზონის აუზში ზედიზედ მეორე წელია რეკორდული გვალვა ფიქსირდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამაზონის აუზში რეკორდული გვალვაა, რამაც ტბებსა და მდინარეებში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე დაწევა გამოიწვია.

Reuters-ის ცნობით, ზოგ ადგილას, სადაც აქამდე გემები ცურავდნენ, წყალი პრაქტიკულად დამშრალია.სპეციალისტების განცხადებით, მდინარე ამაზონის წყლის დონის დაწევა ზოგიერთი ტბის დაშრობის რისკს ქმნის.

„კრიტიკული წელი გვაქვს. კლიმატის ცვლილება უკვე აღარ არის საკითხი, რომელზეც მომავალში – 10 ან 20 წლის შემდეგ უნდა ვიფიქროთ. ის აქ არის და გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე გვეგონა“, – განაცხადა Greenpeace-ის წარმომადგენელმა რომულო ბატიშტამ.

გვალვამ, რომელიც რეგიონში ზედიზედ მეორე წელია ფიქსირდება, ბრაზილიის მცენარეების დიდი ნაწილი გაანადგურა და სამხრეთ ამერიკაში ტყის ხანძრები გამოიწვია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ამაზონის აუზში ზედიზედ მეორე წელია რეკორდული გვალვა ფიქსირდება. 18 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ამაზონის-აუზში-ზედიზედ-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi