40 წლის იაპონელი ამტკიცებს, რომ უკვე 12 წელია დღეში მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში სძინავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

40 წლის იაპონელი ბიზნესმენი დაისუკე ჰორი აცხადებს, რომ უკვე 12 წელია დღეში მხოლოდ 30-45 წუთის განმავლობაში სძინავს.

მას გამოცემა South China Morning Post-ი გაესაუბრა და გაარკვია, რომ ასე კაცი თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობის „გაორმაგებას“ ცდილობს. დაისუკე ჰყვება, რომ ძილის დროს ეტაპობრივად ამცირებდა და შედეგად, მისი ორგანიზმი ძილის მინიმალური დროის ფონზეც კი შეეჩვია ნორმალურ ფუნქციონირებას.

იაპონელი ამტკიცებს, რომ დაღლილობას არ გრძნობს. „თუ სპორტით ხართ დაკავებულები ან საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე მიირთმევთ ყავას, ძილის სურვილის დაძლევას მოახერხებთ“, – ამბობს ის.

2016 წელს მან სპეციალური ასოციაციაც კი დააარსა, რომელიც ხალხს ხანმოკლე ძილს ასწავლის და ამტკიცებს ამ ტექნიკას უკვე 2 ათასზე მეტი ადამიანი დაეუფლა.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაისუკემ ასევე მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსში „იაპონიის საუკეთესო ტანი“, მას ჰყავს ცოლი და ვაჟი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). 40 წლის იაპონელი ამტკიცებს, რომ უკვე 12 წელია დღეში მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში სძინავს. 5 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/40-წლის-იაპონელი-ამტკიცებს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi