არასრულწლოვნის იძულებით ქორწინების ბრალდებით მამა დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების საქმეზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ კაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

#წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). არასრულწლოვნის იძულებით ქორწინების ბრალდებით მამა დააკავეს. 31 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/არასრულწლოვნის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi