ტემპერატურამ შესაძლებელია +39 გრადუსს გადააჭარბოს – სინოპტიკოსები ახალ პროგნოზს ავრცელებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ახალ პროგნოზს ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია სინოპტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ტემპერატურამ შესაძლებელია +39 გრადუსს გადააჭარბოს – სინოპტიკოსები ახალ პროგნოზს ავრცელებენ. 21 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტემპერატურამ-შესაძლებელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi