გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ახალ პროგნოზს ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია სინოპტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ტემპერატურამ შესაძლებელია +39 გრადუსს გადააჭარბოს – სინოპტიკოსები ახალ პროგნოზს ავრცელებენ. 21 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტემპერატურამ-შესაძლებელ/
