13 აგვისტოს, ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლა ვერ შეძლო.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს.
„ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თავისი აღსაზრდელის, მე-3 კლასის მოსწავლე ანუკი ჩავლეიშვილის, ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, თანაკლასელებსა და მასწავლებლებს…“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები