ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევა"უფროსი ბავშვები კიოდნენ... კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა სახლში" - რას ჰყვებიან...

“უფროსი ბავშვები კიოდნენ… კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა სახლში” – რას ჰყვებიან მეზობლები ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპულ ბავშვებზე?

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უფ­რო­სებ­მა გა­მოს­ვლა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შეძ­ლეს.

“ჩემ­თან შე­მო­ვარ­დნენ, კარი რომ გა­ვა­ღე, ბავ­შვე­ბი კი­ოდ­ნენ. ცე­ცხლი ლა­მის სახ­ლში შე­მო­მი­ვარ­და, ორი­ვე ბავ­შვი შიგ­ნით შე­მო­ვაგ­დე და კარი მივ­ხუ­რე, ვუ­თხა­რი, ვერ­სად გა­გიშ­ვებთ, შენც და­იწ­ვე­ბით-მეთ­ქი. უფ­რო­სი ბავ­შვე­ბი შე­მო­ვარ­დნენ ჩემ­თან, ყვი­როდ­ნენ, პა­ტა­რე­ბი არი­ან შიგ­ნით, უნდა გა­მო­ვიყ­ვა­ნო­თო. ჩემ­თან კარ­ზე მო­ა­კა­კუ­ნეს, გვერ­დი­თი მე­ზო­ბე­ლი ვარ. იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან შე­მო­ვაგ­დე, არა­ნა­ი­რი დამ­წვრო­ბა არ აქვთ. რომ ნა­ხოთ, სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვია. მე ვკი­თხე, – რა ქე­ნით, გოგო, რას მო­უ­კი­დეთ ცე­ცხლი-მეთ­ქი. ჩვენ არა­ფე­რი გვიქ­ნია, ოთახ­ში რომ ვი­ყა­ვით, ცე­ცხლი შე­მოგ­ვი­ვარ­დაო. სა­ი­დან გაჩ­ნდა, აზ­რზე არ ვარ. შუქი არ არის, გაზი არ არის. გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­დათ სი­ნათ­ლე გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო”, – ამ­ბობს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ისრაელში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი