კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოირანმა რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სთხოვა

ირანმა რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სთხოვა

ირანი ისრაელთან ომისთვის ემზადება და ამ მიზნით თეირანმა მოსკოვს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანში უკვე ჩავიდა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ. ის ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს და ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურს, ბრიგადის გენერალს მოჰამად ბაღერის შეხდა. აღსანიშნავია, რომ ბაგერი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმარებაშია ჩართული.

ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, კავშირების გასაღრმავებლად მზადაა. „რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ირანელ ხალხს რთულ დროს გვერდში დაუდგა“, – ციტირებს გამოცემა პეზეშკიანს.

პეზეშკიანის მტკიცებით, ისრაელის „დანაშაულებრივი ქმედებები“ ღაზის სექტორში და გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა „ყველა საერთაშორისო კანონისა და წესის დარღვევის ნათელი მაგალითია“.

შოიგუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთი „მზადაა ირანთან რეგიონულ საკითხებში სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის“.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი