მედიაჰოლდინგ “შენის” რესპონდენტი ამჯერად ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი გიორგი (თორჩო) თორაძეა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა გამორჩეული იმიჯითა და იუმორის გრძნობით…
რა სიახლეა მომღერლის შემოქმედებაში და როგორია მისი საზაფხულო გეგმები? – ინტერვიუდან შეიტყობთ:
– გამარჯობა, გიორგი, რას იტყოდით – ვინ არის გიორგი თორაძე?
– გიორგი თორაძე – თორჩო არის მომღერალი და მსახიობი.
–საიდან იწყება თქვენი მუსიკალური კარიერა?
-ჩემი მუსიკალური კარიერა იწყება 12 წლიდან პროექტ ,,ანა-ბანაში,” გრძელდება მუსიკისა და დრამის თეატრში, შემდეგ იყო ,,ქუინთესენსი” (ჩემი ჯგუფი) 10 წელი. ახლა ვმუშაობ ლელა წურწუმიასთან ერთად – როგორც ბექ ვოკალისტი.
– ზაფხული შემოქმედებითად დატვირთული გაქვთ?
– დიახ, საკმაოდ. ზაფხულში ვარ ბათუმში კონცერტებით და ვემზადები ასევე პრემიერისთვის თეატრსა და სერიალში.
– გიორგი, თქვენს ახალ, ნამდვილად შთამბეჭდავ ვიდეო კლიპზეც ვისაუბროთ…
– შემოქმედებითი სიახლე ყველაზე მთავარი და ახალი არის ეს ვიდეო, ჩემი პირველი სადებიუტო ტრეკი და ვიდეო, რომელიც გამოვუშვი 26 ივლისს… მასზე მეგობრებმა ვიმუშავეთ, მუსიკისა და ტექსტის ავტორია ნათია ოქრუაშვილი (ნაჯო) , პროექტის მენეჯერი ანნა დოი გახლავთ, ვიდეოს რეჟისორი კი ლევან – ლეკო ჭყონიაა.
ავტორი თამარ ფიცხელაური
მასალის გამოყენების პირობები