„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე“ – ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის ისტორია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ნიაზის ოჯახი

მსახიობი მაია გელოვანი „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.

მსახიობმა მისი და ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.

„ნიაზი ნიკო გომელაურთან გავიცანი. მასთან სახლში ვიყავი სტუმრად. ნიაზის წარმატებული კარიერა უკვე დაწყებული იყო. მანამდე შორიდან ვიცნობდი. თავიდან არც მოწონება მქონდა და არც არ მოწონება. მერე თავისთავად მოხდა ყველაფერი. რამდენიმე ადგილას გადავიკვეთეთ.

სიყვარულზე საუბარი მიჭირს, ვერ ვლაპარაკობ.. რთულია გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მე და ნიაზი უკვე 25 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული სხვადასხვა ეტაპზე გადადის და უფრო იზრდება. მართლა დიდი ბედნიერებაა, ასე ძალიან რომ შეგიყვარდება ადამიანი..

მე და ნიაზი ცხრა მაისს დავქორწინდით, 21 დეკემბერს – სტალინის დაბადების დღეს, გაჩნდა თეიმურაზ დიასამიძე და 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეს, დაიბადა ანდრია დიასამიძე. ასეთი უცნაური სამკუთხედი შეიკრა…

ნიაზი როდესაც ახალ ალბომს უშვებს, ყოველთვის სხვა მის ძალიან ახლო მეგობრებს შორის მეც ვარ ხოლმე, ვინ პირველად ვუსმენ. ამ ყველაფერს შვილებიც შემოუერთდნენ. მათ ძალიან უყვართ ამ პროცესში ჩართულობა“, – ამბობა მაია გელოვანი.

კითხვაზე ნიაზიც ეუბნებოდა თუ არა აზრს მის როლებზე, მაია პასუხობს:

„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე, იმიტომ რომ ძალიან ღელავს“.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე“ – ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის ისტორია. 25 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნიაზი-არასდროს-ყოფილა-ჩ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi