ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ოჯახის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს. ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე დასავლური გამოცემა წერს

სამეფო ოჯახის ექსპერტი რიჩარდ ფიცულიამსი თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, ქეითი საჯარო გამოსვლებზე უარს იტყვის და ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, მშვიდ ცხოვრებას მიანიჭებს უპირატესობას. გამომდინარე იქიდან, რომ სამეფო ვალდებულებები საკმაოდ რთულ და მრავლისმომცველ საქმეებს გულისხმობს, ეს, შესაძლოა, უელსის პრინცესას ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

ამ დრომდე სამეფო ოჯახს ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გაუვრცელებია. გუშინ პრინცმა უილიამმა ერთ-ერთ შეხვედრაზე, მოხუცებული ქალის მიერ დასმულ შეკითხვა – როგორ გრძნობს თავს უელსის პრინცესა, დამაჯერებლად უპასუხა, რომ ქეითი, გამოჯანმრთელების გზაზე დგას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს. 7 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქეით-მიდლტონი-შესაძლოა-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi