ჯონ კენედის შვილიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჯონ კენედის შვილიშვილი, ჟურნალისტი და მწერალი ტატიანა შლოსბერგი, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

ტატიანა 35 წლის იყო.

„ჩვენი ულამაზესი ტატიანა დღეს დილით გარდაიცვალა. ის ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება“, – წერს ოჯახი სოციალურ ქსელში.

შლოსბერგმა 22 ნოემბერს The New Yorker-ში დაწერა, რომ მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია ჰქონდა, იშვიათი მუტაციით, რომელსაც Inversion 3 ეწოდება. დიაგნოზი მას 2024 წლის 25 მაისს დაუსვეს, როდესაც მეორე შვილი გააჩინა.

ტატიანა შლოსბერგმა ხუთი კვირა ნიუ-იორკში, კოლუმბია-პრესვიტერიანულ საავადმყოფოში გაატარა, სანამ სახლში ქიმიოთერაპიას დაიწყებდა და მოგვიანებით ძვლის ტვინის გადანერგვას გაიკეთებდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჯონ კენედის შვილიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. 31 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯონ-კენედის-შვილიშვილი-35-წ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi