შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ჩემი ოცნებაა ფეხზე დავდგე და მომღერალი გავხდე, ბავშვები რომ დადიან, მეც მინდა“...

„ჩემი ოცნებაა ფეხზე დავდგე და მომღერალი გავხდე, ბავშვები რომ დადიან, მეც მინდა“ – გაიცანით 9 წლის ნინი გაგუა, რომელიც ვარსკვლავობაზე ოცნებობს

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფართო აუდიტორიას 9 წლის ნინი გაგუას აცნობს – ნინი წარმოშობით აფხაზეთიდან არის და ფოთში ცხოვრობს. საზოგადოების ნაწილი მას უკვე იცნობს, ულამაზესი გოგონა ერთ-ერთი სილამაზის კონკურსის გამარჯებულია, ცეკვავს კარგად, ახლა კი გადაწყვიტა, რომ მომღერალი გახდეს.

როგორც ნინი აღნიშნავს, იმის გამო, რომ ეტლით მოსარგებლეა, მის ბებოს ხშირად უწევს ხელში აყვანა და დახმარება, ნინი კი ოცნებობს, ფეხზე დადგეს და მისი თქმით, ბებო აღარ შეაწუხოს:

„ყველაფერზე ვარ მე ბედნიერი, ძალიან მიხარია, გარეთ რომ გამოვდივარ, როცა საქმე არ მაქვს, მაშინ მოწყენილი ვარ. ჩემი ოცნებაა ისევ ფეხზე დავდგე და მომღერალი გავხდე, ხანდახან გარეთ რომ გავიდე – ბებოს ჩემ გამო წვალება არ მოუწევს და თვითონ გავალ გარეთ. ბავშვები რომ დადიან, მეც მინდა.

კარგად რომ მექცევიან და მეც რომ კარგად ვექცევი, ისეთი ადამიანები მომწონს…

ჩემი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბევრი ნახვები რომ ჰქონდა, უკვე ვარსკვლავი გავხდი, დიდი ვარსკვლავი რომ გავხდე, ამისთვის დრო მჭირდება.

ბებო თურქეთში წამიყვანს, ექიმები ოპერაციას ჩამიტარებენ, ჩემით ვირბენ და ბებოს არ მოუწევს ჩემი ზურგით ტარება“, – ამბობს ნინი გაგუა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „19 წლის წავედი სახლიდან.... იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება" - არჩილ სოლოღაშვილი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი