„ზოგჯერ, ადამიანს ჰგონია, რომ იზოლირებულობა მას დაიცავს ცხოვრების სირთულეებისგან, ნურასდროს ამოიკეტავთ კარს, მოურიდებლად შეეგებეთ კამათს, აბეზარ ადამიანებს და თანდათან თავს ისე თავისუფლად იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თათა გიორგობიანი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას სასარგებლო რჩევებით ხშირად მიმართავს.

ამჯერად, მომღერალი მიმართავს ადამიანებს, ვისაც ჰგონია, რომ პრობლემური სიტუაციებიდან იზოლირება გამოსავალია.

თათა ურჩევს მათ არ შეუშინდნენ არასასურველ სიტუაციებს.

„ზოგჯერ, ადამიანს ჰგონია, რომ იზოლირებულობა მას დაიცავს ცხოვრების სისატიკისა და სირთულეებისგან, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ მეტი საფრთხის მომტანია. ინტერპერსონალური უნარების განუვითარებლობა სწორედ აქედან მოდის და კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის თანამოაზრეთა და მეგობრების პოვნას. სხვადასხვა ადამიანთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას კლავს.

- Advertisement -
Ad imageAd image

მხოლოდ საფრთხის გადალახვა აძლიერებს თუნდაც ყველაზე ფაქიზი სულის ადამიანს და კიდევ უფრო გამძლეს ხდის. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაგრამ ხანდახან თუ წამოსტკივდება, სამომავლოდ იგივე ტკივილს სამუდამოდ აირიდებს.

ნურასდროს ამოიკეტავთ კარს, პირიქით, მოურიდებლად შეეგებეთ კამათს, არასასურველ სიტუაციებს, აბეზარ ადამიანებს და თანდათან თავს ისე თავისუფლად იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში.“ – წერს თათა გიორგობიანი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ზოგჯერ, ადამიანს ჰგონია, რომ იზოლირებულობა მას დაიცავს ცხოვრების სირთულეებისგან, ნურასდროს ამოიკეტავთ კარს, მოურიდებლად შეეგებეთ კამათს, აბეზარ ადამიანებს და თანდათან თავს ისე თავისუფლად იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში“. 30 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ზოგჯერ-ადამიანს-ჰგონია/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi