15 აპრილი
ეს დღე ყველაზე თამამი და გამბედავი გადაწყვეტილებისათვის გამოგადგებათ, რადგანაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული ადამიანი ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს და გარდაუვალ ცვლილებებზე დაფიქრდება. ამიტომ, თუკი რაიმეს დაწყებასა და განახლებას გეგმავდით და აქამდე ვერ მოახერხეთ, იქნება ეს ახალი საქმეების წამოწყება, ვარჯიში, განათლების მიღება, კვების მოდელის შეცვლა თუ სხვა, ეს დღე პირველი წარმატებული ნაბიჯებს გადადგმაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
16 აპრილი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სრულიად უჩვეულოა და აქამდე არასდროს გიცდიათ. ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგადგებათ და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეფასებას კიდევ ერთხელ შეძლებთ.
17 აპრილი
დიდი შანსია, რომ ის იდეები, რომლებზეც ამ დღეს ვიფიქრებთ, სამომავლოდ ჩვენი წინსვლისა და წარმატებისთვის ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ნუ უგულებელყოფთ ახალ ინიციატივებსა და წინადადებებს. დაფიქრდით თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებზე და ამ დღესვე გადადგით პირველი ნაბიჯი, რომელიც მიზანთან დაგაახლოებთ. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, ეს პერიოდი თქვენი ოცნებების ასრულებისათვის გამოიყენეთ.
18 აპრილი
ამ დღეს ჯობს, შედარებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგანაც შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ და მოგეჩვენოთ, რომ ძალა არაფერზე გყოფნით და საკმარის მოტივაციასაც ვერ პოულობთ. გარდა ამისა, გართულებულია კომუნიკაცია, რამაც შესაძლოა დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ, არ ჩაერთოთ კამათსა და კონფლიქტში და საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა მისცეთ.
19 აპრილი
ეს დღე საკუთარი თავის წარმოსაჩენად და უკეთ გამოსახატად შესანიშნავია. მოირგეთ ის სამოსი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, გაიკეთეთ ყველაზე ლამაზი აქსესუარები… ნახავთ, რომ ბევრად უფრო თავდაჯერებული ხართ და შეგიძლიათ, საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებზე ხმამაღლა ილაპარაკოთ. ამიტომ, აღნიშნული დღე შესაძლოა, გამოგადგეთ საქმიანი მოლაპარაკებებისათვის, გარკვეული ამბების გასარკვევად, სამსახურში ცვლილებების დასაგეგმად. თქვენი შემართება დაგეხმარებათ, რომ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ.
20 აპრილი
ამ დღეს შესაძლოა, მოულოდნელი ცვლილების წინაშე აღმოჩნდეთ. ის, რასაც თვეები, წლები გეგმავდით, მაგრამ არ გამოდიოდა, შესაძლოა, ერთიანად, სრული მასშტაბით, სწორედ აღნიშნულ დღეს გამოვლინდეს და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ნახოთ თქვენი შრომისა და ერთგულების შედეგი, წარმატებას მიაღწიოთ საქმეში და ფინანსური მოგებაც შეგხვდეთ.
21 აპრილი
ეს დღე თქვენს თავს დაუთმეთ. ალბათ, კვირის განმავლობაში არაერთი სიახლე ბევრ შეკითხვას გაგიჩენთ. ამიტომ, უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ და საკუთარ თავთან ჩამოაყალიბოთ, როგორ გსურთ გაგრძელება. მყუდროდ მოკალათდით, ემოციურად განიტვირთეთ და მომავალი კვირისთვის კვლავ იპოვით მოტივაციას.
მასალის გამოყენების პირობები