სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა ჯდება პასპორტის აღება 2024 წელს და როგორ ავიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში?

რა ჯდება პასპორტის აღება 2024 წელს და როგორ ავიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში?

ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანისათვის 150 ლარს შეადგენს და დოკუმენტი 10 სამუშაო დღის ვადაში მზადდება. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, ვადა შეამციროთ და 5 სამუშაო დღეში აიღოთ, მაშინ 180 ლარი უნდა გადაიხადოთ, 2 ან 3 სამუშაო დღეში დამზადებული პასპორტის ღირებულება 225-300 ლარია. გადაუდებელი სიტუაციებისათვის დოკუმენტის იმავე დღეს დამზადებაც შეგიძლიათ, ასეთ დროს 350 ლარი უნდა გადაიხადოთ.

განსხვავებული ტარიფით სარგებლობენ ის არასრულწლოვანი პირები, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურთ. სტანდარტულად 10 დღის ვადაში დამზადებული პასპორტის ღირებულება 75 ლარს შეადგენს. 5 ან 3 სამუშაო დღეში დამზადებული დოკუმენტისათვის 105-150 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუ უფრო მოკლე ვადებში გსურთ პასპორტის მიღება, მაშინ 24 -საათიანი სერვისის არჩევა შეგიძლიათ, რაც 225 ლარი ღირს, იმავე დღეს დამზადებული დოკუმენტის საფასური კი 275 ლარია.

გახსოვდეთ, რომ დამზადებული ბიომეტრიული პასპორტის შესაძლებელია გადაეცეს პასპორტის მფლობელ სრულწლოვან და 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებს, მოთხოვნის წარმდგენ პირს ან მინდობილობის მქონე პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებებიდან ოფიციალური დოკუმენტის გატანას ვერ შეძლებთ.

საქართველოში ბიომეტრიული პასპორტი 18 წელს მიღწეული პირისათვის 10 წლის, ხოლო არასრულწლოვანისათვის 3 წლის ვადით გაიცემა.

არსებობს გარკვეული შემთხვევები, როცა ოფიციალური დოკუმენტის შეცვლის აუცილებლობა დგება. მაგალითად, პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას შესაბამის დაწესებულებებს ახლის დამზადების მიზნით აუცილებლად უნდა მიმართოთ. ამასთანავე, თუკი ბიომეტრიულ პასპორტში რაიმე სახის უზუსტობას აღმოაჩენთ ან სახელს/გვარს შეიცვლით, დოკუმენტის შეცვლის მოთხოვნით დაუყოვნებლივ გააკეთეთ განაცხადი. პასპორტი შევლას ექვემდებარება მაშინაც თუ მასში ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების რაოდენობა ამოიწურება, დოკუმენტი დაზიანდება ან გაიცვითება.

ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად დაინტერესებულ სრულწლოვან პირს სულ რამდენიმე დოკუმენტი დასჭირდება, ესენია: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბიომეტრიული ფოტოსურათი და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

როგორ მივიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ვებგვერდზე https://psh.gov.ge/ უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება,

საფეხურები:

ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი.

დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება ბიომეტრიული პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ რაც თქვენ მოთხოვნების შესაბამისად, დააკმაყოფილებთ ყველა არსებულ პუნქტს, გექნებათ წვდომა ინფორმაციასთან თუ როდის იქნება მზად თქვენი პასპორტი და რამდენია საფასური.

ბიომეტრიული პასპორტის გაცემისა და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად?

ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად დაგჭირდებათ ბიომეტრიული ფოტოსურათი (იხ. ICAO-ს სტანდარტების ბიომეტრიული ფოტოსურათების მაგალითები), ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

გაეცანით უფრო დეტალურად ამ ბმულზე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი