„მირორი“ წერს, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქეით მიდლტონისგან ბოდიშის მოხდას ელიან.
გამოცემის ცნობით, ჰარი ოჯახში დაბრუნებისთვის მზადაა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ძმა და ოჯახის სხვა წევრები შემხვედრ ნაბიჯებს პირველები გადადგამენ. აქვე ხაზგასმულია, რომ ქეით მიდლტონისგან პერსონალური ბოდიშის მოხდას მეგან მარკლი ითხოვს. ეს იმ ფონზე, როცა უელსის პრინცესას, ცოტა ხნის წინ, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ჰარის ყველაზე მეტად ძმისშვილებთან განშორება უჭირს და ამის გამო, ის ოჯახთან შერიგებას არ გამორიცხავს. კონფლიქტი სამეფო ოჯახის წევრებს შორის რასობრივი ნიადაგით დაიწყო, რაც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ოჯახიდან წასვლის მიზეზი გახდა.