სამსახურიდან, შესვენებაზე სახლში დაბრუნებულ ქალს, საწოლში თავისი უფროსი დახვდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იაპონიაში, ქალაქ ფუკუოკაში შესვენების დროს სახლში დაბრუნებულმა ქალმა იქ თავისი 47 წლის უფროსი აღმოაჩინა. კაცი მის საწოლზე საცვლის ამარა იწვა.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, 20 წლის ქალი ბინიდან გავიდა და პოლიციას მიმართა. კაცი მალევე დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თავისი თანამშრომლის ბინაში პირველად არ შესულა. კაცმა თავისი საქციელი კოლეგის უფრო ახლოს გაცნობის სურვილით ახსნა, რადგან მას ის მოსწონდა.

ინციდენტს სოციალურ ქსელებში ბევრი მსჯელობა მოჰყვა. იაპონური მედიის ცნობით, ქვეყანაში მომუშავე ქალების მესამედი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სამსახურიდან, შესვენებაზე სახლში დაბრუნებულ ქალს, საწოლში თავისი უფროსი დახვდა. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სამსახურიდან-შესვენებაზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi