მომაკვდავი მამის თხოვნით, ქალიშვილმა საქორწინო ცერემონია კლინიკის რეანიმაციაში გამართა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

წყვილი, პატარძლის მომაკვდავი მამის თხოვნით, საავადმყოფოში დაქორწინდა. შემთხვევა აშშ-ს ტეხასის შტატში მოხდა, რომლის შესახებ ინფორმაციას WLOX ავრცელებს.

მიშელ ავილამ და ანტონიო მორენომ დაქორწინება დააჩქარეს, რადგან პატარძლის მამამ აღიარა, რომ ქალიშვილის გათხოვება მისი უკანასკნელი ოცნება იყო. ის თებერვლიდან კლინიკაში იწვა საშიში გართულებებით და მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდებოდა.

საავადმყოფოს პერსონალის დახმარებით, წყვილმა ლამაზად გააფორმა ოთახი, სადაც მამა იწვა და მოკრძალებული საქორწინო ცერემონია გამართა.

“ის ბედნიერი იყო, ამას მისი თვალები ამბობდნენ. ყველას მადლობა გადაუხადა იმ ლამაწი წუთების ჩუქებისთვის. მეორე დილითაც კი ექიმებს და ექთნებს ისევ მადლობას უხდიდა და იმეორებდა, როგორი მადლიერი იყო, რომ ის მომენტი ოჯახთან ერთად გაატარა” – ამბობს პატარძალი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ ლამაზი ქორწილიდან ხუთი დღის შემდეგ 65 წლის ხოსე ანტონიო ავილა გარდაიცვალა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მომაკვდავი მამის თხოვნით, ქალიშვილმა საქორწინო ცერემონია კლინიკის რეანიმაციაში გამართა. 29 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მომაკვდავი-მამის-თხოვნით/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi