გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ყველა დროის ყველაზე მომგებიანი პროდუქტები შემთხვევით აღმოაჩინეს. საკვებმა, ტექნიკამ და სხვა სამედიცინო გამოგონებებმა მილიარდობით დოლარი გამოიმუშავეს და უფრო მეტიც, გავლენა მოხადინეს კაცობრიობაზე.
წარმოგიდგენთ 6 ასეთ აღმოჩენას:
სიმინდის ფანტელები
დღეს უკვე პოპულარული საუზმე შემთხვევით 1894 წელს გამოიგონეს, როდესაც მიჩიგანის სანატორიუმის დირექტორი დოქტორი ჯონ ჰარვი და მისი ძმა უილ კიტ კელოგები ცდილობდნენ გრანოლას დამზადებას. თუმცა პირველი ცდა არ გამოვიდა და ხორბალი გასაშრობად დატოვეს. ამ გამოშრობილი ხორბლიდან მოგვიანებით მათ შექმნეს ხრაშუნა მარცვლეულის ფანტელების პირველი პარტია.
კელოგებს სჯეროდათ, რომ მარცვლეულზე დაფუძნებული ვეგეტარიანული კვება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო. პატენტის მოპოვების შემდეგ, უილ კიტ კელოგმა 1906 წელს გადაწყვიტა მისი საუზმის მასობრივი წარმოება. მაგრამ ხორბალი სიმინდით შეცვალა და დაუმატა ალაოს შაქარი, რათა ფანტელები უფრო გემრიელი გამხდარიყო.
საუზმის ჯანსაღი მარცვლეულის სახით გაყიდული სიმინდის ფანტელები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკულ საზოგადოებაში. 1910 წლისთვის Will Keith Kellogg’s Battle Creek Toasted Corn Flake Company წელიწადში 1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. სიმინდის ფანტელებმა კომპანიას წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი მოუტანა.
სუპერ წებო
1942 წელს Eastman Kodak-ის მეცნიერი ჰარი კუვერ უმცროსი ეძებდა შესაფერის მასალას საომარი იარაღებისთვის გამჭვირვალე პლასტიკური იარაღის შესაქმნელად და წააწყდა ნივთიერებას, სახელად ციანოაკრილატს. ნივთიერება იყო წებოვანი, თითქმის ყველაფერთან შემაკავშირებელი. მაგრამ მაშინ ეს ნივთიერება დაიწუნეს…
რამდენიმე წლის შემდეგ, კუვერი ისევ მუშაობდა Eastman Kodak-ის კოლეგასთან, ფრედ ჯოინერთან ერთად რეაქტიულ თვითმფრინავებზე. ჯოინერმა აღმოაჩინა კუვერის ნამუშევარი ციანოაკრილატზე და წყვილმა ხელახლა გამოსცადა მისი თვისებები, საბოლოოდ გააცნობიერეს ნივთიერების წარმოუდგენელი კომერციული პოტენციალი.
წებო მაიურად 1958 წელს, როგორც Eastman #910 და 1970-იან წლებში მოიპოვა სუპერ წებოს სახელი. 1980-იანი წლების ბოლოს წებოების გაყიდვები წელიწადში 100 მილიონ დოლარს აღწევდა.
წებოვანი სანიშნეები
1968 წელს, მეცნიერი სპენსერ სილვერი ცდილობდა შეექმნა ძლიერი წებოვანი სანიშნეები ყოფილი Minnesota Mining and Manufacturing Company-სთვის.
სილვერი იბრძოდა წებოვანი მასალის პოპულარიზაციისთვის 1974 წლამდე, სანამ მისმა კოლეგამ არტ ფრაიმ არ შესთავაზა, რომ შეექმნათ მრავალჯერადი სანიშნეები.
პატარა ოთხკუთხედ სანიშნეების ყვითელი ელფერი დაჰკრავდა, რადგან პროექტზე მომუშავე გუნდს შეეძლო მხოლოდ ყვითელი “ჯართის ქაღალდის“ ხელში ჩაგდება.
პროდუქტი გამოიცა 1977 წელს, როგორც Press’n Peel სანიშნე. 1979 წელს ის ხელახლა გამოუშვეს, როგორც დახვეწილი ნოუთები. ყოველწლიურად კომპანია 3M, რომელსაც აქვს სახელი და გამორჩეული ყვითელი ფერის სავაჭრო ნიშანი, ყიდის 50 მილიარდ ეგზემპლარს.
ნუტელა
ჯერ კიდევ 1946 წელს კონდიტერ პიეტრო ფერეროს სურდა შეექმნა ხელმისაწვდომი შოკოლადის ნაწარმი. მაშინ, ომისშემდგომ იტალიაში კაკაოს მარცვლები ასტრონომიულად ძვირი ღირდა და სერიოზული დეფიციტი იყო. ამის გადასაჭრელად ფერერომ შექმნა ტკბილეული თხილით, რომელიც იაფი უჯდებოდა.
იმავე წელს პიეტრო ფერერომ გამოუშვა Giandujot – ეს იყო მყარი, თხილის და შოკოლადის საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც დანით უნდა გაეჭრათ. საბიუჯეტო საკონდიტრო ნაწარმი კარგად იყიდებოდა, მაგრამ მთავარი გარდატეხა 1949 წლის მცხუნვარე ზაფხულში მოხდა, როდესაც ერთ შუადღეს, Giandujot-ის პარტია მზეზე დადნა. ამან პროდუქტი უფრო გემრიელი გახადა და გაჩნდა ნუტელას იდეაც.
1964 წელს ნუტელა მთელ ევროპაში უკვე გავრცელებული იყო. პროდუქტი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ტოპ გაყიდვადია მსოფლიოში.
ბოტოქსი
ბოტულინის ტოქსინი, იგივე ბოტოქსი პირველად გამოიყენეს თვალის კუნთების დარღვევების სამკურნალოდ 1977 წელს. ვანკუვერში მცხოვრებმა თვალის სპეციალისტმა დოქტორ ჯინ კარუტერსმა მისი პაციენტების ტოქსინით მკურნალობა 1980-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. მან მალევე შეამჩნია ძალიან საინტერესო გვერდითი ეფექტი. შუბლისა და თვალების მიდამოში შეყვანისას ტოქსინი აქრობდა წვრილ ხაზებსა და ღრმა ნაოჭებს.
1987 წელს პაციენტი, რომელიც წარმატებით მკურნალობდა თვალის კუნთების სპაზმს, გაბრაზდა, როდესაც უთხრეს, რომ მას აღარ სჭირდებოდა ბოტოქსის ინექციები, რადგან მიეჩვია ნაოჭების გარეშე ცხოვრებას. ექიმმა გააცნობიერა, რომ მან აღმოაჩინა დაბერების საწინააღმდეგო საშუალება.
ბოტოქსს FDA-ს ნებართვა კოსმეტიკური გამოყენებისთვის 2002 წელს მიენიჭა. წყარო
მასალის გამოყენების პირობები