რა თანხას მიიღებს საქართველო ევრო 2024-ში მონაწილეობის შემთხვევაში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დღეს, 26 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ბერ­ძნეთს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სას­ვლე­ლი პლეი-ოფის ფი­ნალ­ში უმას­პინ­ძლებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი დაამარცხა და ევრო-2024-ის საგზური მოიპოვა, უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. სწორედ ეს თანხა აქვს ორგანიზაციას გამოყოფილი თითოეული ნაკრებისთვის.

ამასთან, უეფა-ს ცნობით, ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, 331 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა მათგან უეფა 2,4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებს.

კლუბები უეფასგან მიიღებენ დამატებით 240 მილიონ ევროს საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებისთვის გამოთავისუფლების გამოც.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეგახსენებთ, რომ საქართველომ თბილისში ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. შემდეგი დაპირისპირება მას საბერძნეთთან, დღეს 26 მარტს კვლავ თბილისში მოუწევს. თამაში 21 საათზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი კი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რა თანხას მიიღებს საქართველო ევრო 2024-ში მონაწილეობის შემთხვევაში. 26 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-თანხას-მიიღებს-საქართ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi