ბოლო დროს მსახიობი ბრედლი კუპერი არა ერთხელ შენიშნეს ცნობილ სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდთან ერთად.
49 წლის მსახიობმა, რომელიც რამდენიმე წელია დაშორდა ულამაზეს ირინა შეიკს, რომანი გააბა 28 წლის ჯიჯისთან და უკვე ხელჩაკიდებული ჩნდება მასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში.
ამბობენ, რომ ბრედლიმ სახლიც იყიდა ჯიჯის სახლთან ახლოს და მალე ურთიერთობის გაოფიციალურებასაც გეგმავს. მით უმეტეს, რომ მათი ქალიშვილებიც დამეგობრდნენ – ჯიჯისი წინა ქორწინებიდან ზეინ მალიკთან და ბრედლისი – ირინა შეიკთან. ზოგიერთები კი ფიქრობენ, რომ ეს პიარ-რომანია, რომელიც ორივეს სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები