„ირინას ამოცნობა გაჭირდა, იმდენად დაზიანებული იყო“ – რას ჰყვება და მოსკოვის ტერაქტისას მოკლულ ქართველ ქალსა და მის მეუღლეზე?

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

22 მარტს, მოსკოვში, “კროკუს სიტი ჰოლში” მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტის შედეგად დაღუპულების ახლობლები აქამდე აგრძელებენ დაკარგული ნათესავის ძებნას. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დღეს, კონცერტზე დასასწრებად რომან სოკოლოვი ცოლთან – ირინასთან ერთად მივიდა. მამაკაცი საკუთარ დაბადების დღეს, საყვარელი ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტზე წასვლით აღნიშნავდა.

ტერორისტების ტყვიას ორივე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ქართველია.

“ვფიქრობთ, რომ ისინი მოვლენის შუაგულში აღმოჩნდნენ, – გუშინ დაღუპულთა სიაში ნახეს ირინას მეუღლე რომანი. დღეს კი ირინაც იპოვეს და ამოიცნეს“, – ამბობს რუსულ მედიასთან ოჯახის მეგობარი გიორგი.

როგორც გავარკვიეთ, ირინა და-ძმებმა წლების წინ იპოვეს. “ესეც ჩვენი დაიკო ირინა. უკვე ოთხნი ვართ“, – წერს 2013 წელს გამოქვეყნებულ სტატუსში ირინას თბილისელი და ნინო მამისაშვილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისი თქმით, ირინას ზურგში აქვს მოხვედრილი ტყვია.

“ალბათ, გაქცევის დროს მოხვდა, ხანძარში არ არიან მოყოლილი. ჩემს დას კისერშიც აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა კიდევ. სიძეს კი ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. ირინას ამოცნობა გაჭირდა, ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო. ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დნმ-ის ტესტით ამოიცნეს”, – ამბობს ნინო მამისაშვილი “ტვ პირველთან”.

მისი თქმით, რუსეთში დის დაკრძალვაზე ჩასვლა უნდოდა, მაგრამ მოსალოდნელი ტერაქტების და საფრთხეების გამო თავი შეიკავა.

გარდაცვლილებს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ირინას ამოცნობა გაჭირდა, იმდენად დაზიანებული იყო“ – რას ჰყვება და მოსკოვის ტერაქტისას მოკლულ ქართველ ქალსა და მის მეუღლეზე?. 26 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ირინას-ამოცნობა-გაჭირდა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T18:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi