Shenisilamaze.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ფიტნეს ინსტრუქტორ თიკო ყაველაშვილთან…
ჯანსაღი ცხოვრების წესი ის აქტუალური თემაა, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, დამკვიდრდა საზოგადოებაში. ყველა ადამიანს სურს, იყოს სასურველ ფორმაში, თუმცა რა გზის გავლაცაა ამისთვის საჭირო და აუცილებელი, ამისგან ბევრი თავს იკავებს და კომფორტის ზონიდან გამოსვლას დროის უქონლობას მიაწერს… მოსახლეობაში არანაკლებ არის გავრცელებული მცდარი მოსაზრებები/ მითები… თუმცა, ჩვენი რესპონდენტისგან გაიგებთ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს; რა არის საჭირო ამისთვის და როგორ გვეხმარება მონდომება სასურველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე…
• თიკო, რა ასაკში დაიწყეთ ვარჯიში და რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს სფერო?
– ვიყავი 12 წლის… მაწუხებდა ჭარბი წონა, ამიტომ აუცილებლად მესაჭიროებოდა სწორი კვება და ვარჯიში, რადგან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და ამ ყველაფერმა იმდენად მომცა მოტივაციის წყარო, რომ გადავწყვიტე ამ სფეროში მოღვაწეობა. ბავშვობიდან მიყვარდა სპორტი, კერძოდ: ხელბურთი, ფეხბურთი, თუმცა ჰორმონალური დისბალანსის გამო წონაში მოვიმატე.ზუსტად ამ დროს სკოლაში დავიწყე ხელბურთის თამაში, ვთამაშობდი დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, მივიღე მუხლის ტრავმა და გადავწყვიტე, წავსულიყავი ფიტნეს ტრენერობის კუთხით, რაშიც უდიდესი ხელშეწყობა მქონდა ბატონი დავით ქაცარავასგან. დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, საკმაოდ კარგი შედეგი დავდე და დავიკელი 25 კილოგრამი. ჩემი გამოცდილების ხარჯზე გადავწყვიტე, დავხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც სურდათ წონაში დაკლება ან პირიქით, მომატება.
– გვესაუბრეთ თქვენს კარიერულ მიღწევებზე ამ სფეროში… დაასახელეთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც განაპირობა ის, რომ თქვენ ახლა ხართ ტრენერი…
– ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ისაა, რომ დავდე შედეგი, რომელიც ყოველთვის მსურდა. აქედან გამომდინარე, მინდოდა დავხმარებოდი ყველას და გავხდი პროფესიონალური დონის ფიტნეს ტრენერი, ახლა ვცდილობ, სხვებს დავეხმარო ამ სფეროში.
– ქალებისთვის ნამდვილად მოტივაციის წყარო ხართ… მათ, ვინც თქვენ მოგმართავთ, როგორ ეხმარებით მიაღებინოთ სასურველი შედეგი?
– იმ მომენტში, როცა ადამიანი ჩემთან მოდის, ვარ არამხოლოდ ინსტრუქტორი, არამედ ფსიქოლოგი. ვცდილობ, დავეხმარო მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაშიც, რომელიც წონითაა გამოწვეული, შემდეგ უკვე ვიწყებთ კვების რაციონის შედგენას და ვარჯიშს. მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანს ფსიქოლოგიურად გაცნობიერებული აქვს, რა უნდა, უფრო ადვილი ხდება შედეგის დადება. ძირითადად მომმართავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ წონის დაკლება, ან მომატება.
– ვისაუბროთ უშუალოდ თქვენს საქმიანობაზე. უდგენთ თუ არა კვების რაციონს და ვარჯიშის გეგმას, მაგალითად, რომელ დღეს უნდა შესრულდეს ფეხის ან წელის ვარჯიშები…?
– რა თქმა უნდა, დავამთავრე უნივერსიტეტი ფარმაციის განხრით, კვების კუთხითაც მაქვს განათლება მიღებული. ვადგენ ინდივიდუალურ კვების პროგრამას წონისა და სიმაღლის მიხედვით და ვარჯიშებსაც. დამწყებთათვის ძირითადად გვაქვს სამ დღიანი პროგრამა, მაგალითად, ზედატანის დღე, ქვედატანის დღე, ხოლო ვისაც წონაში დაკლება სურს, ერთი დღე გვაქვს კარდიო ვარჯიშები… მყავს სპორტსმენები, ვისაც ვამზადებ ნაკრებისთვის, შეჯიბრისთვის, მათ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დატვირთვა აქვთ.
– ურჩევთ თუ არა საკვებ დანამატებს თქვენს მოსწავლეებს და არის თუ არა საზიანო ის ჯანმრთელობისთვის?
– ზოგადად ყველას ვურჩევ, რომ ჯერ მთლიანად ამოწურონ თავიანთი ორგანიზმის რესურსი, ხოლო როცა უკვე აღარ შეეძლებათ ან წონა გაეყინებათ, ან ვეღარ მოიმატებენ ამ შემთხვევაში აუცილებლად ვუნიშნავ… მაგრამ პირველი ეტაპზე, ჩემი აზრით, ორგანიზმი რომ არ გაზარმაცდეს, ბოლომდე უნდა ამოწურონ თავიანთი ორგანიზმის რესურსი. ვფიქრობ, რომ საკვებ დანამატებში არ არის ისეთი რამ, რაც მავნეა ჯანმრთელობისათვის, ყველაზე მთავარი კი გახლავთ წყლის ბალანსი! წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები