კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიბენ აფლეკს არ სურდა, ჯეი ლოს ფილმში მისი სასიყვარულო წერილები გამოეჩინა, თუმცა,...

ბენ აფლეკს არ სურდა, ჯეი ლოს ფილმში მისი სასიყვარულო წერილები გამოეჩინა, თუმცა, ჯენიფერ გარნერმა ისედაც ყველაფერი კარგად იცოდა – ახალი დეტალები

ჯეი ლოს დოკუმენტური ფილმიდან, „დიდი სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებ არასდროს უსაუბრიათ“ უამრავი ახალი დეტალი გახდა ცნობილი.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფლეკი ჯენიფერ გარნერთან 13 წლიანი ქორწინების პერიოდში ჯეი ლოს სასიყვარულო წერილებს ინახავდა.

„ეს ალბომი ბენმა ჩვენს პირველ ერთობლივ შობაზე მაჩუქა, აქ ინახება ყველა სასიყვარულო წერილი, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვწერდით“, – ჰყვება ჯეი ლო.

ახლა კი გაირკვა, რომ ბენს სულაც არ სურდა, რომ ჯეი ლოს ფილმში მისი სასიყვარულო წერილები გამოეჩინა, თუმცა, ჯენიფერ გარნერმა თურმე ისედაც ყველაფერი კარგად იცოდა.

„ჯენიფერ გარნერს სულაც არ გაჰკვირვებია ყოველივე ეს, მან მშვენივრად იცოდა ის ფაქტი, რომ ბენი ვერ ივიწყებდა ჯეი ლოს. როგორ ძლიერადაც არ უნდა ჰყვარებოდა ბენს მეუღლე, ის ის ვერა და ვერ ივიწყებდა ლოპესს. ახლა კი გარნერი ბედნიერია ბენის და ჯეი ლოს კავშირით“, – აცხადებს ინსაიდერი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბებიას ვეხვეწებოდი ვიყიდოთ რა კვანტალიანი...- რას იხსენებს ზურა ყიფშიძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი