„ასეთ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს რომ არ შე­უშ­ვებ და ექიმს არ შე­აყ­ვა­ნი­ნებ, ექი­მი ხომ გა­და­არ­ჩენ­და“ – რას წერს დათო არჩვაძე მამაკაცზე, რომელიც ბერი ნიკოლოზის გადარჩენას ცდილობდა?

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბერი ნი­კო­ლოზ (ნა­რი­მა­ნი) მა­ქა­რაშ­ვი­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 19 აპ­რილს იპო­ვეს. მისი ცხე­და­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან დღეს გა­მო­ას­ვე­ნეს. მრევ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ერთ-ერთ დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ცხედ­რის გა­მოს­ვე­ნე­ბის დროს, კორ­პუს­თან ისევ ხმა­უ­რი იყო. შეკ­რე­ბი­ლე­ბი პო­ლი­ცი­ას რო­გორც სი­ტყვი­ე­რად, ისე ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ისი­ნი ბე­რის ცხე­დარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.ის ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ფო­ნი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. ბერი ნი­კო­ლო­ზის ბი­ნის კარ­თან მუ­დამ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მისი მიმ­დევ­რე­ბი და მდუ­მა­რე ბე­რის­გან და­ლოც­ვას 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და სა­დარ­ბა­ზო­ში შეკ­რე­ბი­ლი ჯგუ­ფი.

9 აპ­რი­ლის შემ­დეგ, ბერი ნი­კო­ლო­ზი ბი­ნი­დან არ გა­სუ­ლა. ბო­ლოს მას გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­და და და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი იყო. ვრცელ­დე­ბა ვი­დეო კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მი­სულ ექიმს მრევ­ლი ბე­რის ბი­ნა­ში არ უშ­ვებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მუ­სი­კო­სი დათო არჩვა­ძე წერს, რომ მამა ნი­კო­ლოზ­მა უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულს აფ­რქვევ­და თუნ­დაც ერთი გა­მო­ხედ­ვით და მო­წა­მებ­რი­ვად ცხოვ­რობ­და ბოლო 20 წელი ამ­ხე­ლა დევ­ნის და და­ცინ­ვის ფონ­ზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

“მალ­ხაზ ჯი­ნო­რია გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი რო­მელ­მაც სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მაც­ნო ჯერ ბერი გაბ­რი­ე­ლის და შემ­დეგ ბერი ნი­კო­ლო­ზის ფე­ნო­მე­ნი. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, მხო­ლოდ მალ­ხა­ზის მო­უხ­მობ­და ხოლ­მე თა­ვის­თან. ის იყო მალ­ხაზ ჯი­ნო­რი­ას ოჯა­ხის მო­ძღვა­რი, ვიდ­რე მდუ­მა­რე­ბის აღ­თქმას და­დებ­და და თა­ვად მახო არის უნაკ­ლო ადა­მი­ა­ნი, კომ­პო­ზი­ტორ თეა ჯი­ნო­რი­ას მე­უღ­ლე და ასეთ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს რომ არ შე­უშ­ვებ და ექიმს არ შე­აყ­ვა­ნი­ნებ, ექი­მი ხომ გა­და­არ­ჩენ­და. უამ­რა­ვი სას­წა­უ­ლი მაჩ­ვე­ნა ცხოვ­რე­ბა­ში. მამა ნი­კო­ლოზ­მა უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულს აფ­რქვევ­და თუნ­დაც ერთი გა­მო­ხედ­ვით და მო­წა­მებ­რი­ვად ცხოვ­რობ­და ბოლო 20 წელი ამ­ხე­ლა დევ­ნის და და­ცინ­ვის ფონ­ზე. მამა გაბ­რი­ელ­საც ასე დას­ცი­ნოდ­ნენ და არ უჯე­რებ­დნენ უფა­ლო აცხო­ნე მისი სპე­ტა­კი, ნა­წა­მე­ბი სული”, – წერს მუ­სი­კო­სი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ასეთ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს რომ არ შე­უშ­ვებ და ექიმს არ შე­აყ­ვა­ნი­ნებ, ექი­მი ხომ გა­და­არ­ჩენ­და“ – რას წერს დათო არჩვაძე მამაკაცზე, რომელიც ბერი ნიკოლოზის გადარჩენას ცდილობდა?. 20 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ასეთ-ახლობელ-ადამიან/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi