შაბათი, თებერვალი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაძალიან ცხელი ზაფხული საქართველოში?! - რისთვის უნდა მოვემზადოთ და ელოდება თუ არა...

ძალიან ცხელი ზაფხული საქართველოში?! – რისთვის უნდა მოვემზადოთ და ელოდება თუ არა ჩვენს ქვეყანას „სითბური დარტყმა“

უცხოელი კლიმატოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წელს ძალიან ცხელი ზაფხული იქნება. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორი იქნება ამ კუთხით მდგომარეობა საქართველოში. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება.

– ქალბატონო ხათუნა, საინტერესოა, ჯერ გაზაფხულის პროგნოზით დავიწყოთ…

– 9 მარტს ცოტას გამოიდარებს, თუმცა, ზოგან შენარჩუნდება მცირე ნალექი. 10 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება წვიმა, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. 11 მარტს დღისით გამოიდარებს და 14 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 8 -13 გრადუსამდე იქნება, შემდეგ დღეებში 15 გრადუსამდე მომატებს, 11 მარტს დღისით გამოიდარებს. 14 რიცხვამდე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება – დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17 და 18 გრადუსს მიაღწევს. 15 მარტს ისევ ნალექს ველოდებით.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მარტში ნორმაზე მაღალი იქნება ტემპერატურა იქნება. დასავლეთ საქართველოში, სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე 10 – 12 გრადუსი იქნება საშუალო ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6-9 გრადუსი, რაც 1- 2 გრადუსით მაღალია სხვა წლებთან შედარებით…ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება დაახლოებით 2 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 5 გრადუსამდეც. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში შეიძლება მინუს 10 გრადუსამდე დაიწიოს ტემპერატურამ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – მინუს 14 გრადუსამდე. თვის მეორე ნახევრიდან, ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება და ის 27-28 გრადუსსაც კი მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 26 -27 გრადუსამდე აიწევს.

– შარშან ცხელი ზაფხული იყო. ზოგიერთი უცხოელი წელს უფრო ცხელ ზაფხულს პროგნოზირებს. საქართველოსთან დაკავშირებით რისი თქმა შეგვიძლია?

– ძალიან ადრეა ჯერ ზაფხულზე საუბარი, რადგან ზაფხულის პროგნოზზე მუშაობა იწყება მაისის ბოლოს. თუმცა კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ზოგადად, ტემპერატურამ მოიმატა. წინა ზაფხული საკმაოდ ცხელი იყო, ნორმასთან შედარებით 2-3 გრადუსით მეტი. ეს განპირობებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესით, რომელიც ფაზაში შევიდა აგვისტოს მეორე ნახევარში და ძალიან აქტიური იყო ნოემბერ-დეკემბრამდე. ამიტომ ამ პერიოდში ტემპერატურა საკმაოდ მაღალი და დეკემბერი 3-4 გრადუსით თბილი იყო. ახლა ამინდზე გავლენას ახდენს წყნარ და ატლანტის ოკეანეებში მიმდინარე პროცესები. ეს ჩვენს ტერიტორიაზეც აისახება. კერძოდ, ქარის მასები ატლანტის ოკეანიდან მოძრაობენ ევროპისა და აზიის მხარეს. თუმცა წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესი მაინც იწყებს შესუსტებას და სავარაუდოდ, ნეიტრალურ ფაზაში ზაფხულში გადავა… დიახ, საქართველოში შეიძლება მართლაც იყოს ცხელი ზაფხული, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია.

– კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა…

– დიახ, პრობლემა გლობალურია და აუცილებელია თბოენერგიის მოხმარება შემცირდეს – გაზის, საწვავის გამოყენება. ასევე, არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი, რომ სითბური ეფექტი არ შეიქმნას. ასევე, ტყის საფარზეც უნდა ვიზრუნოთ ადამიანებმა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხეები ასეთი მასშტაბით არ იჩეხებოდეს.

– ამ გაზაფხულზე წყალდიდობები ხომ არ არის მოსალოდნელი?

– მთიან და მაღალმთიან ზონაში ჯერჯერობით საკმაოდ დიდი თოვლის საფარია. ჯერჯერობით არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატოს და ამის ფონზე უხვი ნალექი მოვიდეს. თუ თოვლმა ნელ-ნელა დაიწყო დადნობა, არაფერი მოხდება. წყალდიდობების საშიშროება ჯერ არ არის. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
სინგაპურის ღირსშესანიშნაობები

სინგაპურის ღირსშესანიშნაობები

14 February, 2025
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 14, 2025
როგორ შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სახლში

როგორ შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სახლში

თებერვალი 14, 2025
სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

თებერვალი 14, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანილი -რატომ არის ის ვიტამინებით გაჯერებული ზამთარშიც კი

მწვანილი -რატომ არის ის ვიტამინებით გაჯერებული ზამთარშიც კი

თებერვალი 14, 2025
როგორ მოვუაროთ ჩაშავებულ თვალის უპეებს – საუკეთესო მეთოდები და რჩევები

როგორ მოვუაროთ ჩაშავებულ თვალის უპეებს – საუკეთესო მეთოდები და რჩევები

თებერვალი 14, 2025
გეგმავთ დუბაიში მოგზაურობას და არ იცით, საიდან დაიწყოთ?

გეგმავთ დუბაიში მოგზაურობას და არ იცით, საიდან დაიწყოთ?

14 თებერვალი 2025
იანვარში, თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, გაიზარდა  გაყიდული ბინების ფასი — Colliers Georgia

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი