დები სამართალდამცავ ორგანოებს მამის დევნასა და დაპატიმრებაში დაეხმარნენ. აშშ-ში მცხოვრები ანა და იანეირ ალბარანები თავიანთი მამის ძებნაში აქტიურად ჩაერთვნენ, რადგან მათი მამა სერიული პედოფილი აღმოჩნდა. The New York Post-ი წერს, რომ დები ახლა საკუთარი მამის სიკვდილით დასჯასაც ითხოვენ.
დები დიდი ხნის განმავლობაში 51 წლის მამასთან, დეივი ალბარანთან არ ურთიერთობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მასზე დაკავების ორდერი საზარელი დანაშაულებებისთვის გაიცა, გადაწყვიტეს გამოძიებას დახმარებოდნენ.
მამაკაცს ბრალი 12 წლამდე ბავშვის გაუპატიურებაში ედებოდა. დამნაშავის ქალიშვილებმა ფართო კამპანია დაიწყეს სოციალურ ქსელებში, ასევე პირადად დაათვალიერეს მრავალი ადგილი, სადაც ის შეიძლებოდა დამალულიყო. თანდათან გაირკვა, რომ ორი ათწლეულის მანძილზე მან 20-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინა 4-დან 16 წლამდე ასაკის გოგონების მიმართ. „მან ტრავმა მიაყენა ქალთა თაობებს. ის ყოველი მსხვერპლისგან სამაგიეროს გადახდას იმსახურებს “, – განაცხადა იანეირმა.
დებმა მამის ძებნა ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაიწყეს. შემდეგ გადაცემა “America’s Most Wanted”-ში გამოჩნდნენ და მაყურებელს სთხოვეს, გაეზიარებინათ ნებისმიერი ინფორმაცია კრიმინალის შესახებ. მალე ერთმა ქალმა მისწერა მათ, რომ ალბარანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან ცხოვრობდა. ”ამ ქალმა არ იცოდა, რომ ის ასეთი საშინელი დანაშაულისთვის იძებნებოდა”, – ამბობს ანა.
მან დაუყოვნებლივ მიაწოდა პოლიციას ინფორმაცია მამაკაცის შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ და 18 თებერვალს იგი ლეიკლენდში, ფლორიდაში დააკავეს. ახლა ქალიშვილებმა მშობლის სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. გარდა ამისა, იანეირმა განაცხადა, რომ ალბარანმა იგი ბავშვობაში გააუპატიურა.
მამაკაცი ამჟამად ციხეში იმყოფება. პოლიციაში აცხადებენ, რომ კრიმინალის დის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები