შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომოულოდნელად მოსულ თოვლსა და წვიმას 35 ადამიანი, მათ შორის, 22 ბავშვი ემსხვერპლა...

მოულოდნელად მოსულ თოვლსა და წვიმას 35 ადამიანი, მათ შორის, 22 ბავშვი ემსხვერპლა – პაკისტანში უჩვეულო ამინდია

პა­კის­ტან­ში წვი­მი­სა და თოვ­ლის გამო ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, სულ მცირე, 35 კი და­ი­ღუ­პა.

კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის ორ­გა­ნო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა შო­რის 22 ბავ­შვია, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც მე­წყერ­მა მო­ი­ყო­ლა.

ექ­სტრე­მა­ლურ­მა ამინდმა პა­კის­ტა­ნის ჩრდი­ლო­ეთ და და­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებს და­არ­ტყა. დიდ­თოვ­ლო­ბის გამო გა­და­ი­კე­ტა გზე­ბი, გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია და ასო­ბით სახ­ლი გა­ნად­გურ­და.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი თოვ­ლით ექ­სპერ­ტე­ბიც გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ, რად­გან რო­გორც ამ­ბო­ბენ, მარ­ტში პა­კის­ტან­ში საკ­მა­ოდ თბი­ლა. ქვეყ­ნის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა, მუშ­ტაქ ალი შაჰ­მა, უჩ­ვე­უ­ლო ამინ­დი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას მი­ა­წე­რა.

გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ად­გი­ლობ­რო­ვე­ბიც. ჰა­ტიჯ შაჰი, კირ­კის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი ამ­ბობს, რომ წარ­სულ­ში მის სა­მე­ზობ­ლო­ში მხო­ლოდ ერთხელ მო­უ­თო­ვია: “რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 25-30 წლის წინ მო­თო­ვა, ისიც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში”,- გა­ნა­ცხა­და მან BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  კენტუკიში სტიქიის შედეგად მსხვერპლი 11-მდე გაიზარდა - წყალდიდობა შტატში უხვმა ნალექმა გამოიწვია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი