სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ვგებულობთ, მათგან ყველაზე მეტი – 619 006 ერთეული დედაქალაქზე მოდის.
რეგიონების მაჩვენებელი კი ასეთია:
იმერეთი – 213 959 ერთეული
ქვემო ქართლი – 165 152 ერთეული
კახეთი – 148 851 ერთეული
აჭარა – 134 644 ერთეული
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 107 389 ერთეული
შიდა ქართლი – 97 813 ერთეული
სამცხე-ჯავახეთი – 66 098 ერთეული
მცხეთა-მთიანეთი – 44 268 ერთეული
გურია – 39 440 ერთეული
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 011 ერთეული