ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება - ვისთვის, რა იცვლება

ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება – ვისთვის, რა იცვლება

დღეიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მომხმარებლებს.

გთავაზობთ ინფორმაციას ცვლილების შესახებ, რომელიც დღეიდან შედის ძალაში.

სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება

სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. კანონში ეს სიახლე 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

ბიზნესი აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით, აცხადებს რომ დამატებით ხარჯს მოითხოვს, რადგან თითოეული კომპანია ვალდებული იქნება, განაახლოს მათი დოკუმენტაცია, თუმცა, მათივე ცნობით, ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანისთვის სხვა მიმართულებას გამოიყენებენ.

GE დომენის ფასი იზრდება

1-ლი მარტიდან GE დომენის ფასები იცვლება. როგორც კომპანია FastCloud-ი იტყობინება, რეგისტრაციისა და განახლების ფასი 50 ლარამდე გაიზრდება. ხოლო მეორე დონის დომენების ღირებულება 30 ლარი გახდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიაში ცვლილებამდე დომენის რეგისტრაცია და განახლება 30 ლარი ღირდა, ხოლო მეორე დონის დომენის ღირებულება 12 ლარს შეადგენდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ domenebi.ge-ში განუცხადეს, მარტიდან ტარიფები მათაც ეცვლებათ. უფრო კონკრეტულად კი, 1-წლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში, ფასი 50 ლარი გახდება, ხოლო 2-5 წლამდე თანამშრომლობის შემთხვევაში, დომენების ფასი 30 ლარი დარჩება. გაძვირება დაადასტურეს grena.ge-შიც.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება

2024 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. აღსანიშნავია, 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე მარტიდანაც უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-18 წლამდე 5,5 ლარი შენარჩუნდება.

1-ლი მარტიდან ბილეთების ფასი დაცულ ტერიტორიებზე ეღირება:

მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.

ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

  ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთაც სავსემთვარეობაზე კარიერული ცვლილებები ექნებათ - „შე­იძ­ლე­ბა, კონ­ფლიქ­ტი გქონ­დეთ მე­ნე­ჯმენ­ტთან“

ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.

პრომეთეს მღვიმე
საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად – 13 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვალად – 25 ლარი.

ნავით გასეირნება – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

სათაფლია
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 8 ლარის ნაცვალად – 10 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

ნავენახევის მღვიმე
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

რუსეთი მარტიდან ბენზინის ექსპორტს 6 თვით კრძალავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო RBC-ს ფედერაციის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

ექსპორტის დროებითი აკრძალვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში,“ ასევე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთში მიწოდების შეთანხმებულ მოცულობებზე არ ვრცელდება.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. შესაბამისად, ეს ცვლილება გარკვეულ გავლენას საქართველოში საწვავის ფასზეც იქონიებს. ნავთობიმპორტიორების ცნობით, მოსალოდნელია რომ ამ შეზღუდვის შემდეგ საქართველოში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება.

iPhone-ზე „ანდროიდის“ აპლიკაციების გადმოწერას შეძლებთ

Apple არსებობის ისტორიაში პირველად, iPhone-ებზე, ევროკავშირის ახალი რეგულაციების მიხედვით, შესაძლებელს გახდის App Store-ის გარეთ არსებული აპლიკაციების გადმოწერას. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 25 იანვარს გამოაქვეყნა, რათა დეველოპერებმა, რომლებიც მხოლოდ „ანდროიდ“ სისტემებისთვის ქმნიან და ქმნიდნენ აპლიკაციებს, მათი ინტეგრაცია IOS-ზეც მოახდინონ. აღნიშნული სიახლის დანერგვა, 2024 წლის მარტიდან იგეგმება. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი