„ყველაზე ძვირფასი საჩუქარი“ – ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი მესამე შვილს ელოდებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მომღერალი ირაკლი ნოზაძე და მისი მეუღლე პატარის მოლოდინში არიან.

ია დუდაშვილმა ირაკლის სიურპრიზი მოუწყო და ეს უმაგრესი ამბავი დაბადების დღეზე ახარა, ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.

,,ყველაზე ძვირფასი საჩუქარი…რომ ვკითხე რა უნდოდა ყველაზე მეტად, სწორედ იმას ასახელებდა, რაც უნდა ვაჩუქო…ამდენი სიკეთით სავსე ადამიანი არის სიმდიდრე! მადლობა, რომ ასე ძალიან გვაბედნიერებთ, გვიყვარხართ თითოეული თქვენგანი”, – ამბობს ია.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულ სიყვარულს წყვილის ქალიშვილი, ნიაკო იმსახურებს. ნიაკოს პატარა ასაკიდანვე საკუთარი სოციალური ქსელები აქვს, რომელსაც მშობლები მართავენ და საზოგადოებას ხშირად უზიარებენ სახალისო ვიდეოებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ყველაზე ძვირფასი საჩუქარი“ – ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი მესამე შვილს ელოდებიან. 1 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველაზე-ძვირფასი-საჩუქა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi