თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე, რესტორან არაგვის ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება.
პროექტის განხორციელებაზე მერიას ჯერ თანხმობა არ გაუცია, თუმცა შესაბამის სამსახურებში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება იანვრის ბოლოს არის წარდგენილი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორიის არეალი 58 859 კვ. მეტრს შეადგენს.
„საპროექტო ტერიტორიას აღმოსავლეთით მიუყვება ჰეიდარ ალიევის სანაპირო, დასავლეთით მდებარეობს ცირკის შენობა, ჩრდილოეთით – „ქინგ დევიდის“ რეზიდენციები, ხოლო სამხრეთით – გმირთა მოედანი და ლაგუნა ვერე.
საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის სრულად საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად განვითარება, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების განთავსების მიზნით. დაგეგმილია 5 მაღლივი შენობის აშენება, მაქსიმალური სიმაღლე იქნება 210 მ. ხუთივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით. საპროექტოდ, კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა ავტოსადგომი განთავსდება მიწისქვეშ,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
პროექტის დამკვეთია შპს „სითი ცენტრი 2“, რომლის 100%-იანი წილიც პანამაში რეგისტრირებულ “თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი.“ ეკუთვნის. წყარო
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). თბილისში, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება – პროექტის დეტალები. 10 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-რესტორან-არაგ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
