ვინ არის და რაშია ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი“, რომელიც ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩეხეთიდან აშშ-ში საქართველოს მოქალაქის, ფოლად ომაროვის ექსტრადაცია განხორციელდა. ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.

წარმოშობით აზერბაიჯანელი კრიმინალური “ავტორიტეტი“ ბრალდებულია აშშ-ში ემიგრირებული ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში. ამავე საქმეზე, შეერთებულ შტატებში უკვე გაასამართლეს დანაშაულის ორი თანამონაწილე.

ჟურნალისტის მკვლელობა არ შედგა, რადგან დანაშაული გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მომზადების სტადიაზე აღკვეთა.

ომარავი, რომელიც საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს, ჩეხეთში ერთი წლის წინ დააკავეს და, საექსტრადაციო პროცედურების დასრულების შემდეგ, აშშ-ს გადასცეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით მზადდებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ვინ არის და რაშია ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი“, რომელიც ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა. 22 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვინ-არის-და-რაშია-ბრალდებ/

TAGGED:
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi