„არ ვიცოდი, რომ რუსული ძვირადღირებული მანქანა არსებობდა“ – აშშ-ში პუტინის მიერ კიმ ჩენ ინსთვის გადაცემულ საჩუქარზე იხუმრეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვიცოდი, რომ არსებობდა ისეთი რამ, როგორიცაა რუსული ძვირადღირებული მანქანა, – ირონიული კომენტარით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საჩუქარს ჩრდილოეთ კორეის ლიდერისადმი.

პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილით Aurus აჩუქა.

„იმედი მაქვს, კიმმა მიიღო გრძელვადიანი გარანტია. ძვირადღირებულ მანქანას რომ ვყიდულობდე, არ ვარ დარწმუნებული, რუსეთში თუ ავარჩევდი“, — თქვა მილერმა.

მილერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს აკრძალვას ჩრდილოეთ კორეაში ფუფუნების საქონლის გაგზავნაზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

„თუ ეს სიმართლეა, როგორც ჩანს, რუსეთი კიდევ ერთხელ არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელსაც თავად დაუჭირა მხარი“, — თქვა მილერმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „არ ვიცოდი, რომ რუსული ძვირადღირებული მანქანა არსებობდა“ – აშშ-ში პუტინის მიერ კიმ ჩენ ინსთვის გადაცემულ საჩუქარზე იხუმრეს. 22 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/არ-ვიცოდი-რომ-რუსული-ძვი/

  ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ის ჭკვიანი ბიჭია
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi