საკუთარი თავისთვის სამუდამო განაჩენი გამოაქვთ – დეკანოზი კეკელია საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ღვთის კანონების წინააღმდეგ წასვლით, საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოაქვთ – ასე აფასებს ვაკის მაცხოვრის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა კეკელია საბერძნეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც „საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს“.

„ძალიან ცუდი და საშინელებაა. დაიღუპავენ თავს ამ ყველაფრით. ადამიანი, რომელიც ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდის, სამუდამოდ საკუთარი თავის განაჩენი გამოაქვს“, – ამბობს სასულიერო პირი Newshub.ge-თან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

კანონპროექტს საბერძნეთის პარლამენტის 176-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 76-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. 46 დეპუტატი კენჭისყრას არ დაესწრო.

- Advertisement -
Ad imageAd image

კენჭისყრის შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კარიაკოს მაცოტაკისმა X-ში დაწერ, რომ ის „ამაყია იმით, რომ საბერძნეთი ევროკავშირის მე-16 ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა.

ამასთანავე, საბერძნეთში მიღებულ კანონს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზიც გამოეხმაურა.

მეუფის შეფასებით, „ერთნაირსქესიანთა ქორწინება ქრისტიანული ცნობიერებისთვის სრულიად უცხო და მიუღებელია“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საკუთარი თავისთვის სამუდამო განაჩენი გამოაქვთ – დეკანოზი კეკელია საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. 19 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საკუთარი-თავისთვის-სამუდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi