ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი61 წლის ტომ კრუზი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლს, 36 წლის მოდელ ელსინა...

61 წლის ტომ კრუზი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლს, 36 წლის მოდელ ელსინა ხაიროვას ხვდება – „ტომი ხშირად სტუმრობს მას ლონდონის მდიდრულ ბინაში…“

ამერიკელი კინოვარსკვლავი ტომ კრუზი ახალ რომანტიკულ ურთიერთობაშია. მისი ინტერესის ობიექტი ამჯერად 36 წლის ელსინა ხაიროვაა. როგორც უცხოური ტაბლოიდები იუწყებიან, ხაიროვა რუსი დეპუტატის შვილი და ოლიგარქ დიმიტრი ცვეტკოვის ყოფილი მეუღლეა.

როგორც მედია წერს, 61 წლის კრუ­ზი და 36 წლის ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა გა­სულ კვი­რას ლონ­დონ­ში გალა ვახ­შამს და­ეს­წრნენ, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სა­ჰა­ე­რო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის მხარ­და­სა­ჭე­რად ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან Raffles Hotel-ში გა­ი­მარ­თა. სა­ღა­მოს სა­პა­ტიო სტუ­მა­რი იყო პრინ­ცი უი­ლი­ა­მი.

კრუ­ზი და მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ცალ-ცალ­კე მი­ვიდ­ნენ, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი სულ უფრო მეტ დროს ატა­რე­ბენ ერ­თად.

წყა­რო გან­მარ­ტავს, რომ “ელ­სი­ნას წრე­ში ცნო­ბი­ლია, რომ ის და ტომი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან”.

“ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ძა­ლი­ან და­ახ­ლოვ­დნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ მათი სა­ერ­თო ფოტო არ გავ­რცელ­დეს. უნ­დათ, რომ ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა.

ტომი ღა­მით ელ­სი­ნას ბი­ნა­ში დარ­ჩა, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში შე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს. ისი­ნი ბედ­ნი­ე­რად ატა­რე­ბენ დროს და მი­უ­ხე­და­ვად სიმ­დიდ­რი­სა, ისე ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც სხვა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყვი­ლე­ბი.

ტომი და ელსინა ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ჯერჯერობით არც საუბრობენ და არც დეტალებს აზუსტებენ.

  ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის რომანტიკა „სუპერბოულზე“ გამარჯვების შემდეგ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი