კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, პატიმრობა მიესაჯა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს სისტემატურად აუპატიურებდა – პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“ – წერია PHR-ის „ფეისბუქ“ პოსტში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, პატიმრობა მიესაჯა. 15 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კაცს-რომელიც-არასრულწლო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi