თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს სისტემატურად აუპატიურებდა – პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.
„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“ – წერია PHR-ის „ფეისბუქ“ პოსტში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, პატიმრობა მიესაჯა. 15 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კაცს-რომელიც-არასრულწლო/
