როგორია დაჭრილი და სასტიკად ნაცემი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ მედიკოსები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საავადმყოფო

რამდენიმე დღის წინ, სასტიკად ნაცემი და დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის, თემო სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, მაია მახარაშვილმა განაცხადა.

მედიკოსის ინფორმაციით, „გლოვოს“ კურიერს გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კითხვაზე, შეძლეს თუ არა ექიმებმა ოპერაციის შედეგად ფეხის შენარჩუნება, მაია მახარაშვილი განმარტავს, რომ ბევრ დეტალზე ვერ ისაუბრებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

„გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. სტაბილურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით“ – აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, 6 ივლისს, თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). როგორია დაჭრილი და სასტიკად ნაცემი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ მედიკოსები. 8 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორია-დაჭრილი-და-სასტი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi