კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება3 000-დან 13 500 დოლარამდე - რა უჯდებათ უცხოელ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში...

3 000-დან 13 500 დოლარამდე – რა უჯდებათ უცხოელ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვი, 35 000-მდე გაიზარდა. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა უჯდებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს, ყველაზე პოპულარულ უნივერსიტეტებში განათლების, კერძოდ კი, ბაკალავრის ხარისხის მიღება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:
ბიზნეს ადმინისტრირება – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3200 დოლარი;
კომპიუტერული ინჟინერია – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
კომპიუტერული მეცნიერებები – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
სამოქალაქო ინჟინერია – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
ელექტრო ინჟინერია – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3700 დოლარი.

საქართველოს უნივერსიტეტი:
ბიზნეს ადმინისტრირება – ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
ინჟინერია (კომპიუტერული მეცნიერებები) – ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
საინფორმაციო ტექნოლოგიები – ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
საექთნო – ერთი წლის საფასური 3500 დოლარი;
ფარმაცეტოლოგია – ერთი წლის საფასური 4500 დოლარი;
ინგლისური ფილოლოგია – ერთი წლის საფასური 3000 დოლარი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:
აშშ სამედიცინო დოქტორის პროგრამა – სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის 13 500 დოლარი წელიწადში;
სამედიცინო დოქტორის პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის – 4000 დოლარი წელიწადში;
სტომატოლოგიური მედიცინის პროგრამა – სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის – 4000 დოლარი წელიწადში.
ფარმაციის ფაკულტეტი – 3500 დოლარი წელიწადში;
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი – 3000 დოლარი წელიწადში;
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი – 4000 დოლარი წელიწადში.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი:
ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია – 4500 დოლარი წელიწადში;
ბიზნესი და საინფორმაციო ტექნოლოგიები – 4500 დოლარი წელიწადში;
პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები – 4500 დოლარი წელიწადში;
სტომატოლოგიური მედიცინის პროგრამა – 7000 დოლარი წელიწადში;
მედიცინის დოქტორის პროგრამა – 7000 დოლარი წელიწადში. წყარო

  „მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ამინდი უარესდება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი