პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ვეღარ ვაკონტროლებ, რომ ზოგს მოსწონს, ზოგს კი არა“ - რას ამბობს ნუცა...

„ვეღარ ვაკონტროლებ, რომ ზოგს მოსწონს, ზოგს კი არა“ – რას ამბობს ნუცა ბუზალაძე „ევროვიზიის“ სიმღერის მთავარ გზავნილზე?

ნუცა ბუზალაძე “ევროვიზიაზე” ცეცხლის ჩაქრობასა და უსიყვარულობის დაძლევას შეეცდება – რას ამბობს მომღერალი საკონკურსო სიმღერის მთავარ გზავნილზე? (ვიდეო)
ნუცა ბუზალაძე საქართველოს “ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერით Firefighter წარადგენს. კომპოზიციისა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა ორი საათის წინ კონკურსის Youtube არხზე გაიმართა.

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. ნუცამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ “ევროვიზიისთვის” მუშაობის15-წლიანი გამოცდილება აქვთ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი – ნესტან სინჯიკაშვილია.

“ევროვიზია 2024“ შვედეთის ქალაქ მალმოში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ნუცა საქართველოს სახელით ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.

ნუცა ბუზალაძე: ჩემთვის ყოველთვის მთავარია, საქმეში მაქსიმუმი ჩავდო… შემდეგ უკვე ვეღარ ვაკონტროლებ იმას, რომ სიმღერა ზოგ ადამიანს მოსწონს, ზოგს კი – არა. ჩემთვის მთავარია ჩემსავე წინა ნაშრომს ვაჯობო და დავინახო, რომ კიდევ უფრო გავიზარდე და უფრო მაგარი რაღაც გავაკეთე. ასეა “ევროვიზიის“ სიმღერაც. ძალიან ველოდებოდი ხალხის რეაქციას და მიხარია, რომ დიდ წილად მოეწონათ. პრემიერის დროს ყველა გაგიჟდა, ამბობდნენ, ასეთი კლიპი საქართველოში ჯერ არ გადაუღიათო და სიმღერაც ძალიან მოეწონათ, რითაც ბედნიერი ვარ.

რაც შეეხება სიმღერის შერჩევას, მთლიანად ჩართული ვიყავი. ყველა დეტალში ვმონაწილეობდი, ძალიან კარგი გუნდიც მყავდა, მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოო ჯამში ერთობლივი ნამუშევარი გამოვიდა ისეთი ხარისხისა და დონის, როგორც მე წარმომედგინა, რომ საქართველოს უნდა ჰქონოდა.

– სიმღერისა და ტექსტის ავტორები არ არიან ქართველები…

– ძალიან ცნობილები არიან, კომპოზიტორი 15 წელია მუშაობს “ევროვიზიისთვის” და ბევრი ჰიტი აქვს დაწერილი კონკურისთვის, ასევე გოგონა, რომელიც ტექსტი დაწერა, მასთან ერთად ძალიან დიდ ხანს ვმუშაობდი იმ გზავნილზე, რაც მინდოდა გამეტანა საქართველოს სახელით.

  „უკვე ვეღარ ვითმენ“ - როგორ ემზადება ნუცა ბუზალაძე „ევროვიზიისთვის“

– და ეს რა გზავნილია?

– ის, რომ სიყვარულით უნდა ჩავაქროთ ცეცხლი. მე ნეგატივსაც კი ყოველთვის სიყვარულით ვუპასუხებ. ეს არის ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ცეცხლში ნაგულისხმევია ნეგატივი, ის, რაც დღეს მსოფლიოს სჭირს – უსიყვარულობა, ადამიანებს თუ ერთმანეთი ეყვარებათ, მაშინ ომიც აღარ იქნება. ამიტომ მინდა, რომ სიყვარული არსებობდეს მსოფლიოში და ერთმანეთს პატივის ვცემდეთ. სიყვარული უნდა გადავარჩინოთ. აი, ეს არის მთავარი გზავნილი.

– ნუცა, მახსოვს, რომ თქვენი ერთ-ერთი მუსიკალური ოცნება “ევროვიზიის” კონკურსში მონაწილეობა იყო…

– დიახ, ასე იყო. ოღონდ დიდი ხნის წინ, ალბათ სადღაც შვიდი წლისას ეს ძალიან მინდოდა. წელს რომ დამასახელა “პირველმა არხმა”, ძალიან გამიხარდა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი შემართებით შევუდექი საქმეს და იმედი მაქვს, ეს შრომა ყველას დაგვიფასდება.

– ნუცა, კონკურსზე თქვენს ჩაცმულობაზე ვინ იზრუნებს, იცით, რომ ძალიან კრიტიკულია ქართველი მაყურებელი.

– დიახ, ქართველი მაყურებელი კრიტიკულია, მაგრამ საიდუმლოა სცენაზე რა იქნება. კლიპი დღეს გამოვიდა და ყველამ ნახა და გვინდა, რომ პერფორმანსი, რომელსაც გავიტან მალმოში, ძალიან ბევრი სიურპრიზით იყოს სავსე. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.